შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ინა არჩუაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ყვარელი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1995 წელს. 1995 წლიდან მუშაობდა ჟურნალ-გაზეთებში "კავკასიონი", "ცხელი შოკოლადი", "არილი". 1999-2002წწ. - თბილისის მე-6 საავტორო გიმნაზიაში ასწავლიდა ქართულ ენასა და ლიტერატურას. 2003 წელს გიმნაზიაში მოსწავლეებთან ერთად გამოსცა საბავშვო კრებული "ღია გაკვეთილი". 2008 წლიდან მისი მოთხრობები იბეჭდება ქართულ ლიტერატურულ პერიოდიკაში – " ლიტერატურული პალიტრა", "ლიტერატურა" (ცხელი შოკოლადის დამატება), "ქართული მწერლობა", "ჩვენი მწერლობა", "ლიტერატურული გაზეთი". 2010 წელს გამოსცა მოთხრობების კრებული "ინო". 2011-სა და 2019 წელს იყო ლიტერატურული პრემიების – საბა და ლიტერა – ნომინანტი. 2013 წლის ივნისში მიწვეული იყო ლიტვაში მწერალთა და მთარგმნელთა საერთაშორისო ლიტერატურულ სემინარზე. წყარო: გამომცემლობა ინტელექტი: intelekti.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |