Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დანიელ ფიფია![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ობუჯი, წალენჯიხის რაიონი. დაამთავრა ორკლასიანი სკოლა მშობლიურ სოფელში და შემდეგ სწავლა განაგრძო სხვა სკოლაში. უსახსრობის გამო სწავლის შეწყვეტა მოუწია. შემდეგ დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია. სოფელ ობუჯში მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. ამ დროს გაიცნო ცნობილი ქართველი მოღვაწეები, კალისტრატე სალია, ლეო ქიაჩელი, ეგნატე ფიფია და მათთან ერთად ბევრი საქმე გააკეთა თავისი სოფლისთვის. ის წერდა მეგრულ ენაზე. მის კალამს ეკუთვნის ბევრი ნაწარმოები, მათ შორის პოემები: "ხუმლა კოჩი", ისტორიული პოემა "ბულათია", რომელიც შეეხება 1855-1856 წლების სამეგრელოს გლეხთა აჯანყებას და ა.შ. ასევე წერდა ლექსებს ("ნამთინემც", "ბორჯი", "ჯგირი სერი", "ინა ვა ვავორექ მუთი ვორდი კინოხ" და ა.შ.), თარგმნიდა უცხოურ ნაწარმოებებს. შეადგინა მეგრულ-ქართული ლექსიკონი. 1924 წლის აგვისტოში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტი, 27 წლის დანიელ ფიფია, როგორც პოლიტიკურად არასტაბილური პიროვნება, ბოლშევიკებმა დახვრიტეს უდანაშაულოდ, მისი ნაშრომები კი დაწვეს და 80-იან წლებამდე მისი ხსენება ფაქტობრივად არ შეიძლებოდა. ჩვენამდე მოაღწია მისი ნაშრომების გარკვეულმა ნაწილმა, მათ შორის მეგრულ-ქართული ლექსიკონის მცირე ნაწილმა. ცნობილი იყო "მეგრელი ბაირონის" მეტსახელით. წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ.307-308 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |