The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნინო თარხნიშვილი

ნინო თარხნიშვილი
დაბადების თარიღი:1979  (46 წლის)
კატეგორია:მწერალი, ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 2002 წელს.

15 წელზე მეტია აქტიურ ჟურნალისტურ ცხოვრებას ეწევა და პარალელურად პროზაულ ნაწარმოებებს წერს. შვიდი წელია, რაც ის რადიო თავისუფლების თბილისის ბიუროს რეპორტიორია. პირველი პროზაული, მინიატურების კრებული "ქალთარაფერა" 2006 წელს გამოსცა. 2010 წელს დაიბეჭდა მისი მოთხრობების კრებული "სათაური 37-ე გვერდზე". ორივე წიგნი ლიტერატურულ პრემია საბას ნომინანტი იყო. ის არაერთი ჟურნალისტური თუ ლიტერატურული პრიზის მფლობელია. მისი მოთხრობები არაერთხელ მოხვდა წლის საუკეთესო მოთხრობების კრებულში. 2014 წელს მისი მოთხრობა ითარგმნა გერმანულ ენაზე ფრანკფურტში. 2015 წელს გამომცემლობა ინტელექტმა გამოსცა ნინო თარხნიშვილის პროზაული კრებული "ნინო’s NOTES"პენ-მარათონის 2007 წლის ფინალისტი, ლიტერატურული კონკურსის Lib.ge-ის გამარჯვებული (2008).

წყარო: გამომცემლობა ინტელექტი: intelekti.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2011 - გურამ რჩეულიშვილის სახელობის პრემია, საუკეთესო მინიატურა
  • 2008 - ლიტერატურული კონკურსი "წერო" (მესამე პრემია)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: