The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ეკა აბულაძე

ეკა აბულაძე
ოფიციალური სახელი:ეკატერინე აბულაძე
დაბადების თარიღი:13 ოქტომბერი, 1964  (60 წლის)
კატეგორია:მხატვარი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი მხატვარ-ფერმწერის კვალიფიკაციით 1989 წელს; ასპირანტურის (ასისტენტ-სტაჟირების პროგრამა) სრული კურსი უმაღლესი სახელოვნებო სკოლის მაღალკვალიფიციური პედაგოგის (უფროსი მასწავლებელი) კვალიფიკაციით თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტის მონუმენტური ფერწერის კათედრაზე 1995 წელს; ტრენინგების და სემინარების სრული კურსი არტ-მენეჯმენტსა და არტ-მარკეტინგში, თანამედროვე ხელოვნების მოღვაწეთათვის საერთაშორისო პროექტის "არტ კავკასია" ფარგლებში 2003 წელს.

1990 წელს იყო ივო პოგორეჩის სტუდიის "მასტერ-კლასები ვიზუალურ ხელოვნებაში" (ქ. ლონდონი, დიდი ბრიტანეთი) ორგანიზატორი და წამყვანი; 1991-1999წწ. თბილისის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტის სახვითი ხელოვნების კათედრის ხატვისა და ფერწერის პედაგოგი, პროფესორის ასისტენტის თანამდებობაზე; 1996 წელს ივო პოგორელიჩის მუსიკალური აკადემიის "Villa Frappart"-ის მასტერ კლასებისა და ვორკ-შოფების წამყვანი (ქ. ლოვრანი, ქ. დუბროვნიკი, ხორვატია); 1994-2004წწ. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ზოგადი ფერწერის კათედრის უფროსი მასწავლებელი ფერწერის დისციპლინაში; 1999-2004წწ. საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის, კულტურის განყოფილების, საერთაშორისო პროექტებისა და  ხელოვნების და კულტურის მიმართულებით საზღვარგარეთთან ურთიერთობის მთავარი სპეციალისტი; 1999-2011წწ. კავშირი "ახალი ხელოვნება" (NEW ART UNION) არტ-კურატორი, გამოფენების ორგანიზატორი, პროექტების მონაწილე, მხატვარი; 2004-2006წწ. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის ფერწერის დეპარტამენტის დოცენტის მოვალეობის შემსრულებელი; 2006 წელს იყო "ELIA" -ს რეგიონალური კონფერენციის მონაწილე - დელეგატი (ქ. თბილისი), უმაღლესი სახელოვნებო განათლება და ბოლონია, საერთაშორისო ინსტიტუტების ევროპული ლიგა; 2006-2018წწ. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის მოწვეული პედაგოგი ფერწერის დისციპლინაში, ძირითადი და მომსახურე ფერწერის მიმართულებით; 2007 წლიდან  სამხატვრო–სახელოვნებო სტუდია: "ეკა აბულაძის ART-კლასი"–ის დამაარსებელი, ხელმძღვანელი და წამყვანი პედაგოგი; 2021 წლიდან კომპანია "შპს ფლიტ პრო"-ს მხატვარი დეკორატორი; 1977-2022 წლებში ჩატარებული აქვს 22 პერსონალური გამოფენა; 1977 წელს, ქ. თბილისის ბავშვთა ხელოვნების მუზეუმში ჩატარდა მისი პირველი პერსონალური გამოფენა; მონაწილეა მრავალი ჯგუფური გამოფენისა და საერთაშორისო პროექტისა; 1969 წელს, მხატვარ ელენე ახვლედიანის სახელოსნოში, მოეწყო ბავშვთა ნამუშევრების პირველი ჯგუფური გამოფენა, სადაც ეკა აბულაძის ნამუშევრები იყო გამოფენილი და ეს იყო მისი პირველი გამოფენა; მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ არსებულ, სამუზეუმო, საგალერეო და კერძო კოლექციებში; 1969 წლიდან, მის შესახებ იბეჭდება ინფორმაცია, წერილები, ინტერვიუები და ნამუშევრები ქართულ და უცხოურ ჟურნალ-გაზეთებში, კატალოგებში, ენციკლოპედიებსა თუ ინტერნეტ-გამოცემებში; ის დაჯილდოებულია მრავალი ჯილდოთი, სხვადასხვა სიგელით, პირველი ხარისხის დიპლომებით და 4 რესპუბლიკურ ოლიმპიადაში აქვს მიღებული ოქროს მედალი; არის მოყვარული ასტრონომი და ხელოვნების გარდა, მისი ინტერესის და კვლევის სფეროა ასტრონომია, ასტროფოტოგრაფია, ასტრო-ფიზიკა, ფიზიკა, კვანტური მექანიკა და კოსმოლოგია.

წყარო: ახალი და უახლესი ქართული ვიზუალური ხელოვნების პორტალი Art.gov.ge: art.gov.geხელოვნების მუზეუმის ახალი კოლექცია, 2021-2022 = New collection of the Museum of Fine Arts / რედაქტორ-შემდგენელი ალექსანდრა გაბუნია. -თბ., 2022.- გვ. 164-165

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • მხატვართა საერთაშორისო ფედერაცია (IFA - International Federation of Artists. UNESCO), წევრი (1994-)
  • საქართველოს მხატვართა გილდია, წევრი (2003-)
  • საქართველოს მხატვართა საერთაშორისო შემოქმედებითი კავშირი, წევრი (1997-)

საკონტაქტო ინფორმაცია

  • მისამართი:თბილისი, 0171. სიმონ ჩიქოვანის ქ.N 20; ბ. 73
    ტელეფონი:სახლი:(955 32) 2 33 00 23; მობ: (+995) 99 55 00 23
    ელ.ფოსტა:
    ვებ საიტი:https://www.facebook.com/Eka-Abuladzes-Art-Class

გააზიარე: