Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ქეთევან მარგიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: კოდორის ხეობა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1968 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ასპირანტურა 1994 წელს. მუშაობა დაიწყო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მასწავლებლად. 1998 წელს იგი უკვე ამ უნივესიტეტის დოცენტის თანამდებობაზეა, 2006 წლიდან ასოცირებული პროფესორის თანამდებობა უკავია. იგი აქტიურად განაგრძობს მუშაობას კოდორის სვანურისა და სხვა დიალექტების კვლევას და ამ დარგში გამოქვეყნებული აქვს 56-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. 1988-1991წწ. დაუნიშნეს აკადემიკოს შალვა ნუცუბიძის სახელობის სტიპენდია, 2000-2003წწ. ახალგაზრდა მეცნიერთა მეორე ხარისხის საპრეზიდენტო სტიპენდიას იღებდა. თავის კოლეგებთან ერთად გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები: "გლობალიზაციის ნიშანი ქართველურ ენებში აკუსტიკური და ფუნქციონალური თვალაზრისით", "კოდორული ქრონიკები", ქართველურ ენათა პრაქტიკაში" და სხვა. იგი ერთადერთი ენათმეცნიერია დალის ხეობიდან, რომელიც კარგად ფლობს სვანურ ენას. არის აკადემიური გამოცემა "სვანური ლექსიკონის" სარედაქცო კოლეგიის წევრი. "სვანური ენის" სახელმძღვანელოს რედაქტორი და "კოდორული ქრონიკების" ავტორთაგან ერთ-ერთი წარმომადგენელი კოდორის ხეობიდან. წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.238
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |