| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ქეთევან მარგიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: დაბა გულრიფში, აფხაზეთი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1991 წელს; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ასპირანტურა (ხელმძღვანელი აკად. ქეთევან ლომთათიძე). 1994 წლიდან მუშაობს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 1998 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია; 1987-1991 წლებში იყო აკად. შალვა ნუცუბიძის სახელობითი სტიპენდიანტი, 2000-2003 წლებში კი – ახალგაზრდა მეცნიერთა საპრეზიდენტო სტიპენდიის გამარჯვებული; არის ავტორი 80–მდე სამეცნიერო პუბლიკაციისა და ხსოვნის წიგნისა – "დალელთა იმედი", თანაავტორი წიგნებისა: "გლოტალიზაცია ქართველურ ენებში", "კოდორული ქრონიკები", "ქართველურ ენათა მორფოსინტაქსის საკითხები", "ქართველური სახელები". ფილოლოგიის აკადემიური დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.238; სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი: elibrary.sou.edu.ge Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

