შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იუზა ყაჭეიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი შუაგანახლება (ამჟამად შუაამაღლება), ჩოხატაურის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1959 წელს. სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს მწერალთა კავშირის მხატვრული ლიტერატურის პროპაგანდის ბიუროს თავმჯდომარის მოადგილედ, საქართველოს შსს პრეს-ცენტრის ხელმძღვანელად, გაზეთ "კრიმინალური ქრონიკის" მთავარი რედაქტორის მოადგილედ. სამწერლო ნათლობა 1958 წელს შედგა, როდესაც ჟურნალ "ცისკარში" გამოაქვეყნა პირველი მოთხრობა "ზღვის ლომი", რომლის მიხედვითაც რეზო ჩხეიძემ "ქართულ ფილმში" გადაიღო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი "ზღვის ბილიკი". რომანის ("გამოცხადება") მიხედვით კინოსტუდია "ქართულ ფილმში" შეიქმნა მხატვრული ფილმი (სამი სერია). წყარო: საქართველოს ნეკროპოლი: geonecropol.com ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |