The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იუზა ყაჭეიშვილი

იუზა ყაჭეიშვილი
დაბადების თარიღი:3 თებერვალი, 1937
გარდაცვ. თარიღი:2 დეკემბერი, 2021  (84 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საბურთალოს პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მთარგმნელი, მწერალი, პუბლიცისტი, სცენარისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი შუაგანახლება (ამჟამად შუაამაღლება), ჩოხატაურის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1959 წელს.

სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს მწერალთა კავშირის მხატვრული ლიტერატურის პროპაგანდის ბიუროს თავმჯდომარის მოადგილედ, საქართველოს შსს პრეს-ცენტრის ხელმძღვანელად, გაზეთ "კრიმინალური ქრონიკის" მთავარი რედაქტორის მოადგილედ. სამწერლო ნათლობა 1958 წელს შედგა, როდესაც ჟურნალ "ცისკარში" გამოაქვეყნა პირველი მოთხრობა "ზღვის ლომი", რომლის მიხედვითაც რეზო ჩხეიძემ "ქართულ ფილმში" გადაიღო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი "ზღვის ბილიკი". რომანის ("გამოცხადება") მიხედვით კინოსტუდია "ქართულ ფილმში" შეიქმნა მხატვრული ფილმი (სამი სერია).

წყარო: საქართველოს ნეკროპოლი: geonecropol.com

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2001 - ღირსების ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: