შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გვანცა ჯობავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტი საგამომცემლო-სარედაქციო საქმის სპეციალობით 2007 წელს; 2009 წელს მიიღო მაგისტრის ხარისხი სპეციალობით – განათლების სისტემის მართვა და ადმინისტრირება. მისი პირველი ლექსები დაიბეჭდა 2008 წელს ჟურნალ ლიტერატურულ პალიტრაში. სხვადასხვა დროს მუშაობდა გამომცემლობა ელფის რედაქტორად, მარკეტინგისა და კვლევის ინსტიტუტის რედაქტორად და საგანმანათლებლო ცენტრის დირექტორად. 2011 წლიდან გამომცემლობების – "ინტელექტი" და "არტანუჯი" – საერთაშორისო ურთიერთობის მენეჯერია. ეწევა მთარგმნელობით საქმიანობას. ნათარგმნი აქვს: სოლ ბელოუს "მისტერ სამლერის პლანეტა" (ინტელექტი, 2012); ჯონ ლენონის "როგორც მეწერება" (არტანუჯი, 2012); ანა პოლიტკოვსკაიას "პუტინის რუსეთი" (არტანუჯი, 2014); ჯონ სტაინბეკის "თაგვებსა და ადამიანებზე" (არტანუჯი, 2015); ჩინუა აჩებეს "ყველაფერი ნაცარტუტად იქცევა ბოლოს" (ინტელექტი, 2018). არის ორი საბავშვო წიგნის ავტორი: "5 ბავშვი - 5 თბილისი" (ელფი, 2009) და "კოლოფი" (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2011). 2012 წელს გამომცემლობა ინტელექტმა გამოსცა მისი სადებიუტო პოეტური კრებული "კარდიოგრამა"; 2013 წელს - პირველი რომანი "Check-In. წყარო: გამომცემლობა ინტელექტი: intelekti.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |