The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მათე სარალიშვილი

მათე სარალიშვილი
დაბადების თარიღი:1999  (26 წლის)
კატეგორია:მუსიკოსი, მწერალი

ბიოგრაფია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თავისუფალი მეცნიერებების ფაკულტეტის სტუდენტი. მიღებული აქვს სტუდენტური კონფერენციის ჯილდო ნაშრომისთვის "ტრამვაი სახელად სურვილი". არის ინტერ-რელიგიური დიალოგის საპატიო ელჩი და ალან ბლუმის ჯილდოს მფლობელი აკადემიური მიღწევებისთვის. 2019 წელს ავტორმა გამოსცა ლექსების კრებული და ერთი ვრცელი პოემა სახელწოდებით "საკურთხეველი", რომლის მიხედვითაც მალევე დაიდგა სპექტაკლი თავისუფალი სივრცის თეატრში. 2021 წელს ავტორის სადებიუტო რომანი, "მივიწყებულნი", გამოიცა. იყო დრამერი მუსიკალურ პროგრესივ მეტალ ბენდში, Nocturne-ში, ხოლო 2015-2017 წლებში უკრავდა Waldorfschule-ის გერმანულ-ქართულ ახალგაზრდულ ორკესტრთან ერთად საქართვლეოსა და გერმანიაში, სადაც ასრულებდა როგორც კლასიკურ, ასევე თანამედროვე მუსიკას.

წყარო: სულაკაურის გამომცემლობა: sulakauri.ge

ბიბლიოგრაფია

  • მივიწყებულნი : რომანი (ავტორი). - თბილისი, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2020. - 200გვ.. - ISBN: 9789941306969
  • საკურთხეველი : ლექსები, პოემა (ავტორი). - თბილისი, ახალი ეონის ბიბლიოთეკა, 2019. - 100გვ. . - ISBN: 9789941814730

გააზიარე: