შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ეკატერინე ტოგონიძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის ბაკალავრიატი და მაგისტრატურა. 1999 წლიდან მუშაობდა საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელში, საინფორმაციო პროგრამა "მოამბის" წამყვანად; 2009-2011წწ. უძღვებოდა დილის გადაცემა "ალიონს". სატელევიზიო კარიერის პარალელურად ის ჟურნალისტიკაში ლექციებს კითხულობდა საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში. 2011 წელს გამოვიდა მისი პირველი წიგნი, მოთხრობების კრებული "ანესთეზია''. მისი მოთხრობები ითარგმნა ინგლისურ და გერმანულ ენებზე, შევიდა გერმანულ და ამერიკულ გამოცემებში, მიიღო არაერთი ლიტერატურული ჯილდო. ეკატერინე ტოგონიძის სცენარმა გაიმარჯვა საქართველოს კინოცენტრის სცენარების განვითარების კონკურსში (2013). არის პროექტ "კვირის აზრების" ერთ-ერთი ავტორი, რომელიც ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში ვიდეობლოგის სახით გადის; ჩართულია რამდენიმე სოციალურ პროექტში საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანთა მხარდასაჭერად. მისი, როგორც პიარ მენეჯერის, საქმიანობა საქართველოში ლიტველების მიერ დაარსებულ კომპანია "free time-ში" დაიწყო, შემდეგ მან გაიარა გაუ თბილისის PR სკოლის სასერტიფიკატო კურსი - ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები - გახდა საუკეთესო სტუდენტი და ამავე კურსის ერთ-ერთი ლექტორი. 2014 წლიდან - ქართულ - ამერიკული უნივერსიტეტის მარკეტინგისა და დასაქმების ცენტრის ხელმძღვანელი. წყარო: არმური: armuri.georgianforum.com ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |