The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნადეჟდა იზიუმსკაია-ქინქლაძე

ნადეჟდა იზიუმსკაია-ქინქლაძე
ოფიციალური სახელი:ნადეჟდა იზიუმსკაია
დაბადების თარიღი:9 ოქტომბერი, 1892
გარდაცვ. თარიღი:18 თებერვალი, 1964  (71 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვაკის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა ქ. ქუთაისის წმინდა ნინოს სასაწავლებელი 1910 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტი ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით 1937 წელს.

ქ. ქუთაისის წმ. ნინოს სასწავლებლის დამთავრებისთანავე, მუშაობას იწყებს იმავე სასწავლებელში პედაგოგად. 1920-1925 წლებში ნ. ქინქლაძე მუშაობდა ქ. ბათუმის, ხოლო 1928-1955 წლებში - ქ. თბილისის საშუალო სკოლებში, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგად. ღვაწლმოსილი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის ოთარ ქინქლაძის დედა.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1949 - საპატიო ნიშნის ორდენი
  • 1948 - საქართველოს სკოლის დამსახურებული მასწავლებელი

გააზიარე: