The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნიკო კვარაცხელია

ნიკო კვარაცხელია
Date of birth:28 April, 1949  (75 years)
Category:Historian, Scientist, Educator

Biography

დაამთავრა ა. ს. პუშკინის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი ისტორიის მასწავლებლის კვალიფიკაციით 1973 წელს; ი. ჭავჭავაძის სახელობის თბილისის უცხო ენეთა სახელმწიფო ინსტიტუტი გერმანული ენის სპეციალისტის კვალიფიკაციით 1991 წელს; ნ. მ. შვერნიკის სახელობის მოსკოვის პროფმოძრაობის უმაღლესი სკოლის ასპირანტურა 1990 წელს.

1974-1992წწ. მუშაობდა თბილისის საექსკურსიო-სამოგზაურო ბიუროში ექსკურსიამძღოლად, მეთოდური განყოფილების გამგედ; 1992-1999წწ. საქართველოს ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტის მარკეტინგის, რეკლამის, ინფორმაციისა და საზოგადოებასთან კავშირების სამმართველოს უფროსად; 1999-2010წწ. თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ბიზნესის კათედრის გამგედ; 2010 წლიდან მოღვაწეობს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში; მონაწილეა არაერთი ადგილობრივი და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის, საგრანტო პროექტისა და ტრენინგებისა; მისი სამეცნიერო პუბლიკაციები იბეჭდება ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში. საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის პროფესორი, ისტორიის დოქტორი, ტურიზმის მიმართულების ხელმძღვანელი. 3 მონოგრაფიისა და 43 პუბლიკაციის ავტორი.

სადისერტაციო თემა - "შრომისა და უმუშევრობის საკითხები საქართველოში ახალი ეკონომიკური პოლიტიკის წლებში (1921-1925)", დაიცვა 1990 წელს.

წყარო: სსიპ – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია: gnta.ge

Awards and Honors

  • 2007 - ტურიზმის დარგის დამსახურებული მუშკი
  • 2002 - ღირსების მედალი

Share: