Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გრიგოლ ნარსია![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ნიგოითი, ლანჩხუთის რაიონი. 1924-1925წწ. მუშაობდა სოფელ ნიგოეთის ორგანიზაციის მდივნად, შემდგომ იყო ბიუროკოლექტივის მდივანი და ხელმძღვანელობდა საშუალო სკოლის კომკავშირულ ორგანიზაციას; უნივერსიტეტში სწავლასთან ერთად სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა საქართველოს სსრ შრომის სახალხო კომისარიატის სისტემაში; 1931-1937წწ. იყო პროფკავშირულ სამუშაოზე, ჯერ საფინანსო-საბანკო მუშაკთა პროფესიული კავშირის საქართველოს რესპუბლიკური გამგეობის პ/მგ მდივნად, ხოლო შემდგომ მის თავმჯდომარედ; 1937-1938წწ. საქართველოს სსრ ფინანსთა სახალხო კომისარიატის სისტემაში - სახდაზღვევის სამმართველოს უფროსად და ფინანსთა სახალხო კომისრის მოვალეობის შემსრულებლად; 1938 წლიდან მუშაობდა ქუთაისის საქალაქო კომიტეტის პირველ მდივნად; 1938 წელს არჩეულ იქნა საქართველოს სსრ პირველი მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატად, აგრეთვე პრეზიდიუმის წევრად და საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარედ; 1938-1939წწ. ხელმძღვანელობდა ქუთაისის საქალაქო პარტიულ ორგანიზაციას, რომელშიც აგრეთვე შედიოდნენ წყალტუბოს და ქუთაისის რაიონები; 1941-1942წწ. იყო ამიერკავკასიის ფრონტის რწმუნებული ქუთაისში და მნიშვნელოვან როლს ასრულებდა მამისონის უღელტეხილის დამცველი ჯარის ნაწილების საომარი მასალითა და სურსათით მომარაგების დარგში; 1952 წლიდან მუშაობდა საქართველოს სსრ სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადასახლება-დასახლების სამმართველოს უფროსად; შემდგომ იყო საქართველოს სსრ სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოებისა და დამზადების განყოფილების გამგე; 1946 და 1950 წლებში არჩეულ იქნა სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს ეროვნებათა საბჭოს დეპუტატად; თვალსაჩინო დამსახურება მიუძღვის საკავშირო მნიშვნელობის კურორტ წყალტუბოს მშენებლობისა და კეთილმოწყობის საქმეში; 1963 წლის 13 მარტს დაინიშნა საქართველოს სსრ დამზადების მინისტრად; დაჯილდოებულია სრულიად საკავშირო სასოფლო-სამეურნეო გამოფენის ოქროს მედლით. წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა: "ივერიელი": dspace.nplg.gov.ge; dspace.nplg.gov.ge Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |