The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გულიკო ჭავჭანიძე

გულიკო ჭავჭანიძე
დაბადების თარიღი:12 ნოემბერი, 1933
გარდაცვ. თარიღი:23 ნოემბერი, 2007  (74 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სოფელ მორძგვეთის სასაფლაო, ჭიათურის რაიონი
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ხონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა ქ. რუსთავში უბნის თერაპევტად. 1965 წლიდან მუშაობა დაიწყო ს. ვირსალაძის სახელობის სამედიცინო პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ელექტრონული მიკროსკოპიის განყოფილებაში უმცროს მეცნიერ თანამშრომლად, შემდეგ გადაყვანილ იქნა ამავე ინსტიტუტის კლინიკურ განყოფილებაში ორდინატორად, სადაც მუშაობდა სიცოცხლის ბოლომდე. მის მიერ შესრულებულია სამი სამეცნიერო ნაშრომი პარაზიტოლოგიის აქტუალურ საკითხებზე. პარაზიტოლოგი.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2005 - ღირსების ორდენი
    სამედიცინო პარაზიტოლოგიისა და ტროპიკულ მედიცინის დარგის განვითარებაში აქტიური მონაწილეობისათვის

გააზიარე: