Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გივი ფრუიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ნასპერი, ცაგერის რაიონი. დაამთავრა სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. შემოქმედებითმა საქმიანობამ სიყმაწვილიდანვე გაიტაცა − წერდა ლექსებს, პიესებს, ლიტერატურულ წერილებს. პირადად იცნობდა და ურთიერთობა ჰქონდა ქართული ლიტერატურის მრავალ ცნობილ წარმომადგენელთან, მათ შორის გალაკტიონ ტაბიძესთან, სიმონ ჩიქოვანთან, იოსებ გრიშაშვილთან, იოსებ ნონეშვილთან... სკოლის წლებიდანვე ჩამოყალიბდა ანტისაბჭოთა მოაზროვნედ. კომუნისტური სისტემის კრიტიკის გამო, რაც კრემლში გაგზავნილი წერილით გამოიხატა, დააპატიმრეს და ციხეში გამოამწყვდიეს. გასული საუკუნის 60-იან წლებში სოხუმში დამკვიდრდა და მოღვაწეობა დაიწყო სოხუმის რაიონის სოფელ ოდიშის საშუალო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. ლექსებს ხშირად ბეჭდავდა რაიონულ და ავტონომიური რესპუბლიკის პერიოდიკასა და ლიტერატურულ გამოცემებში. მისი ლექსების ნაკრებები არა ერთხელ დაბეჭდილა ჟურნალებში "რიწასა" და "განთიადში". 1971 წელს გამომცემლობა "ალაშარას" მიერ დაბეჭდილ ახალგაზრდა შემოქმედთა კრებულში "გზის დასაწყისი" გივი ფრუიძის რამდენიმე ლექსიც შევიდა. 2006 წელს ქუთაისში გამოვიდა მისი ლექსების კრებული "ღვთაებრივი ფოთოლცვენა", ხოლოს 2010 წელს ლექსების კიდევ ერთი კრებული − "ცის სიმაღლიდან". წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ.309-310
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |