შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნანა ფურცელაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი. ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას. არის სამოცდაათამდე სამეცნიერო სტატიის ავტორი ისლამამდელ პოეზიაში, კლასიკურ თუ ახალ არაბულ ლიტერატურაში. აღსანიშნავია მისი თარგმანები: "ათას ერთი ღამე" (I ტომი გამოვიდა 1967 წ. რვა ტომიდან მას ეკუთვნის I, II, V, VI ტომის თარგმანი), ისლამამდელი არაბული პოეზიის კრებული "მუალაკები" (1985), შუა საუკუნეების და თანამედროვე არაბ ავტორთა პოეზიის ნიმუშების კრებული − "არაბი პოეტები, V-XX სს" (2013). წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ.311 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |