შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
არჩილ ზედგინიძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი სპეციალობით "ელექტრული სადგურები, ქსელები და სისტემები" 1961 წელს. მუშაობა დაიწყო თბილისის ავტომატიზაციის საშუალებათა სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში და ჩაერთო თბოენერგობლოკების ავტომატური მართვის და კონტროლის გამოთვლითი სისტემების დამუშავებასა და დანერგვაში. ეს სისტემები დანერგილი იყო საბჭოთა კავშირის და ბულგარეთის რამდენიმე ატომურ ელექტროსადგურზე. 1973 წელს დაამთავრა მეტროლოგიის საკავშირო ინსტიტუტის ასპირანტურა ქ. ლენინგრადში და დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. შემდეგ იგი მუშობდა ამავე ინსტიტუტის თბილისის ფილიალში. 1979-1988წწ. მუშაობდა კვლევით ინსტიტუტში "რადიანი" განყოფილების უფროსად; 1989 წლიდან - საკავშირო გაერთიანება "ვეტროენის" თბილისის ფილიალში, მთავარი ინჟინრის თანამდებობაზე; 1992 წლიდან - "ქარენერგოს" დირექტორად. მისი ინიციატივით "ქარენერგოს" საქმიანობის ძირითად მიმართულებად შერჩეული იქნა ქარის ენერგეტიკული პოტენციალის შესწავლა საქართველოს ტეროტორიაზე. მისი უშუალო მონაწილეობით "ქარენერგომ" მოიპოვა რამდენიმე გრანტი და ჩაატარა ფართომასშტაბიანი ქარის რეჟიმის კვლევები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ეს სამუშაოები დაგვირგვინდა საქართველოს ქარის ენერგეტიკული ატლასის გამოშვებით. ამ ატლასში მოყვანილია ქარის ენერგეტიკული პოტენციალის რეგიონალური შეფასებები და გამოვლენილია ქარის მძლავრი ელექტროსადგურების მშენებლობის პერსპექტიული მოედნები. გამოქვეყნებული აქვს 30-მდე სამეცნიერო სტატია, მათ რიცხვში, საქართველოში ქარის ენერგეტიკის განვითარების პერსპექტივებზე და პრობლემებზე. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.134-135 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |