შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შოთა ქავთარაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: დაბა ფასანაური, დუშეთის რაიონი. დაამთავრა თბილისის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტის გერმანული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი 1963 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1971 წელს. მუშაობდა მესტიასა და ბარისახოს სკოლა-ინტერნატში გერმანული ენის მასწავლებლად. პირველი ლექსი 1961 წელს გამოაქვეყნა ჟურნალ "ცისკარში". გამოცემული აქვს პოეტური კრებულები: "ორწყალი", "მეორე დღე", "მთვარის სოფელი", "მზეთუკან". გარდა საკუთარი ლექსებისა, თარგმნილი აქვს ესპანური პოეზიის ნიმუშები და გამოცემული აქვს კრებული - "ინანიებდა ფრანცისკო ცოდვებს" (ესპანური კლასიკური ეპიგრამა), აგრეთვე, ჰაინრიხ ჰაინეს ლექსები. წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ.314 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |