Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
პორფილე ლომჯარია![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ჭანიეთი, ოზურგეთის რაიონი. მუშაობდა ბათუმში, როტშილდის ქარხანაში. 1901 წლის 31 დეკემბერს მოაწყო ბათუმის საწარმოების მოწინავე მუშების შეკრება, სადაც სტალინის ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაცია. მონაწილეობდა 1902 წლის მარტის პოლიტიკურ დემონსტრაციაში. შემდეგ საცხოვრებლად გადავიდა გურიაში, სადაც ავრცელებდა პროკლამაციებს, გლეხებს მოუწოდებდა თვითმპყრობლობის და მემამულეთა წინააღმდეგ საბრძოლველად, ბათუმში არალეგალურად ასრულებდა სტალინის დავალებებს. აქტიურად მონაწილეობდა 1905 წლის რევოლუციაში. გასაბჭოების შემდეგ ჩართული იყო კოლმეურნეობის კულტურულ-საზოგადოებრივ საქმიანობაში. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.848
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |