შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკოლოზ ზვორიკინი![]()
ბიოგრაფიასაქართველოში ჰიდროენერგეტიკული სქემების შემუშავების ერთ-ერთი პიონერი. 1908 წელს წარმოადგინა მდ. არაგვზე ჰიდროელექტროსადგურის აგების სქემა და გაანგარიშებები ქ. თბილისის ელექტროენერგიით უზრუნველყოფის მიზნით. დაამუშავა მდ. რიონზე ელექტროსადგურის აგების პერსპექტიული სქემა ქ. ქუთაისისა და მიმდებარე რაიონების ელექტრომომარაგების მიზნით. 1912 წელს წარმოადგინა მდ. არაგვზე სოფ. წიწამურთან ჰესის აგების სქემა. 1920-1930წწ. დაამუშავა რამდენიმე მნიშვნელოვანი სქემა საქართველოს ძირითადი მდინარეების (რიონი, მტკვარი, არაგვი, ხრამი და სხვ.) ჰიდროენერგეტიკული მიზნებისთვის გამოსაყენებლად. სულ დამუშავებული აქვს 40-მდე მდინარის გამოყენების სქემა. იყო სხვადასხვა სამთავრობო კომისიის წევრი. სისტემატურად აქვეყნებდა თავის გამოკვლევებს გაზეთებში, კრებულებში, კომისიების ანგარიშებში. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.135 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |