The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ოთარ ქობულაშვილი

Date of birth:17??
Date of death:1830
Category:Poet

Biography

იყო კახეთის მეფეთა მდივან-მწიგნობარ ქობულაშვილთა შთამომავალი. სწავლა-განათლება დავით რექტორთან მიუღია და შემდეგ ქართლ-კახეთის მეფის კარზე დაწინაურებული პირი ყოფილა; 1800 წელს გაემგზავრა პეტერბურგში და იმპერატორ პავლეს 1801 წლის მანიფესტის გამოცემას იქ შეესწრო; ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმებას იგი შეხვდა იმით, რომ 1812 წელს კახეთის აჯანყების ერთ-ერთ მეთაურად ითვლებოდა. მისი შემოქმედება ძირითადად სატრფიალო ლექსებს მოიცავს, რომელთაგან ერთ-ერთს ჰქვია ასე: "ნინოს ქალზე თქმული ნანა თავის პაპის ძმის ოთარ ქობულაშვილისგან".

წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ.319

Bibliography


Share: