შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვლადიმერ ზივზივაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ბაღდათის რაიონი. დაამთავრა ქუთაისის ინდუსტრიული ტექნიკუმი 1932 წელს; საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი 1939 წელს. შრომითი საქმიანობა დაიწყო მოსკოვის რაიონის ქ. როშალში, ლოსიაკოვის სახელობის ქარხანაში ელექტრომექანიკოსად. 1933 წელს მუშაობდა რიონჰესის მშენებლობაზე ელექტრომონტიორად, ზესტაფონის ქვესადგურის მორიგე ტექნიკოსად. ინსტიტუტის დამთავრებისთანავე მუშაობა დაიწყო მოსკოვის საპროექტო ინსტიტუტ "ტეპლოელექტროპროექტში", სადაც განვლო გზა რიგითი დამპროექტებლიდან პროექტის ხელმძღვანელამდე. 1941-1946წწ. იბრძოდა მეორე მსოფლიო ომში. 1946-1949წწ. იყო "საქსოფელექტროს" ქუთაისის სამმართველოს მთავარი ინჟინერი; 1949 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე ამ საწარმოს უფროსი, მთავარი ინჟინერი. მის სახელს უკავშირდება დასავლეთ საქართველოს მრავალი რაიონის, მათ შორის, მაღალმთიანი რაიონების - რაჭისა და ლეჩხუმის ელექტროფიკაცია. მისი ხელმძღვანელობით დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში აგებულია რამდენიმე ათეული მცირე სიმძლავრის ჰესი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.135 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |