The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნინო ჩიტაიშვილი

ნინო ჩიტაიშვილი
Date of birth:28 November, 1965  (59 years)
Category:Painter

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია თეატრის მხატვრის სპეციალობით 1989 წელს. 

როგორც სცენოგრაფმა და კოსტიუმების მხატვარმა გააფორმა  50-ზე მეტი სპექტაკლი საქართველოში და საზღვარგარეთ:  თბილისის ვერის უბნის ბავშვთა, კოტე მარჯანიშვილის, მ. თუმანიშვილის, ოპერის და ბალეტის, მოზარდ მაყურებელთა თეატრებში, თეატრალურ სარდაფში, ქუთაისის, თელავის დრამატულ თეატრებში, ჰააგის თეატრალური კომპანიაში "მიმესისი"/Mimesis/, ლაიფციგის ახალგაზრდულ თეატრში. მათ შორის აღსანიშნავია გ. ჰაუპტმანის "მშვიდობის დღესასწაული", აგატა კრისტის "ხაფანგი", მ. კუჭუხიძის "ყბედი თუთიყუში", რ. ერისთავის "ჯერ დაიხოცნენ მერე იქორწინეს", ლ. პირანდელოს  "ავტორის მაძიებელი ექვსი პერსონაჟი", გარსია ლორკას "მარიანა პინედა", გ. ალექსიძის "დრამატული ბალეტები", მ. მეტერლინკის "ნიშნობა", ბ. შოუს "პიგმალიონი", ა. ჩეხოვის "ალუბლის ბაღი", კ. გოლდონის "ჭორიკანა ქალები" და სხვა; შექმნილი აქვს კოსტიუმების ესკიზები ანსამბლ "რუსთავისთვის"; შესრულებული აქვს ილუსტრაციები ქარჩხაძის გამომცემლობის წიგნებისთვის "საბავშვო ვეფხისტყაოსანი", "ქართული ჯადოსნური ზღაპრები"; სხვადასხვა წლებში ჰქონდა 5 პერსონალური გამოფენა; ასევე მიღებული აქვს  მონაწილეობა სხვადასხვა თემატურ გამოფენებში. მათ შორის: "ქართული სახვითი შექსპირიანა",  ეთნომოდის ფესტივალი MedModa იტალია 2005 - კოსტიუმების კოლექციით "მშვენიერი ქართველი ქალი", Fest I Nova 2010 არტ ვილა გარიყულა, ქართული თეატრისა და კინოს მხატვრობის რეტროსპექტივა პარიზში 2011, პრაღის კვადრიენალე 2015; ასწავლიდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში (2006-2008) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (2009-2013); ნამუშევრები დაცულია საქართველოს, ინგლისის, ნიდერლანდების, აშშ და სხვა კერძო კოლექციებში. ბიოგრაფია შეტანილია ცნობარში "ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ ხელოვნებაში 2000"(გვ.511).

წყარო: ახალი და უახლესი ქართული ვიზუალური ხელოვნების პორტალი Art.Gov.Ge: art.gov.ge

Member of Organizations

  • საქართველოს მხატვართა კავშირის , წევრი (1997-)

Awards and Honors

  • 2020 - იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია, საუკეთესო ილუსტრირებული წიგნი (საქართველოს მწერალთა კავშირი)
    ჩემი პირველი ვეფხისტყაოსანი

Bibliography

Contacts Information

  • E-mail:
    WebSite:https://www.instagram.com/ninochitaishviliart

Share: