შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მერაბ ლორთქიფანიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ჩუნეში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტი. სწავლობდა ქუთაისის გიმნაზიაში. მსახურობდა შორაპნის მაზრის მომრიგებელ შუამავლად. 1876 წლიდან მონაწილეობდა საზოგადო საქმეებში: სათავადაზნაურო ბანკებში (ნესტორ წერეთლის წინააღმდეგ, ღოღობერიძეების მომხრე), არჩეული იყო ქუთაისის ქალაქის ხმოსნად და სხვ. მერაბ ლორთქიფანიძის ოჯახი იყო დასავლეთ საქართველოში, ქუთაისში მოწინავე ქართული ინტელიგენციის თავშეყრის ადგილი, სადაც ირჩეოდა და წყდებოდა საზოგადოებრივი მნიშვნელობის სხვადასხვა საკითხი. კონსტანტინე დადეშქელიანთან ერთად, მთავრობის მხრიდან იგი მონაწილეობდა სისხლის აღებისა და საგვარეულო დაპირისპირების აღკვეთის საქმეში. გლეხთა განთავისუფლებისა და ქართული სამიწადმოქმედო ბანკების დაარსების ერთ-ერთი აქტიური მონაწილე. ივდით, თეოდოსია, ანა (ანეტა), ნინო, ელენე (ლიოლია), ალექსანდრე, იასონ და ნიკო ლორთქიფანიძეების მამა. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.870; nobility.pro
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |