Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ავთანდილ ყურაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ტექნიკუმი 1961 წელს; ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი 1971 წელს. წლების განმავლობაში მუშაობდა მშენებლობაზე, საავტომობილო და სატრაქტორო ქარხნებში, სკოლაში – მასწავლებლად, გაზეთის რედაქციაში, საჯარო ბიბლიოთეკაში, ქალაქის აღმასკომის კულტურის განყოფილებაში. 1975 წელს, ქუთაისში "განთიადის" გამოსვლასთან დაკავშირებით, დაინიშნა ჟურნალის პასუხისმგებელ მდივნად; 1988 წლიდან მთავარი რედაქტორის მოადგილეა, 1992 წელს კი ამავე ჟურნალის მთავარი რედაქტორი გახდა. წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა რუსთაველის საზოგადოების ქუთაისის განყოფილებას; მისი პირველი ლექსები გამოქვეყნდა 1961 წელს გაზეთ "ქუთაისში". გამოცემული აქვს კრებულები: "სინათლის ნაპირი" (1976), "გამოჩნდა მიწა", "რკინის ყვავილები", "მარად და მარად", "ნობი", "სიზმარ-ბალადა", "ხატ-პეპელა", "აქ, ამ სამოთხეში", "სიკვდილი სინათლეა". თარგმნილი აქვს ბაირონი, ბლოკის, მაიაკოვსკის, შინქუბას პოეზიის ნიმუშები. გამოიცა, აგრეთვე, მისი არაერთი მოთხრობა, რომანი – "ცდომილთა დღესასწაული", თარგმნა რუსი მწერლის ვლადიმირ უსპენსკის ხუთწიგნიანი რომანი "ბელადის საიდუმლო მრჩეველი", ელვირა გორიუხინას აფხაზეთის ომის თემაზე შექმნილი წიგნი "ნუ დაგვაშორებ ჩვენ ღმერთო, ნუ დაგვაშორებ". ცხოვრობს და მოღვაწეობს ქუთაისში. წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ.332-333 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |