The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ავთანდილ ყურაშვილი

ავთანდილ ყურაშვილი
დაბადების თარიღი:24 აპრილი, 1943  (82 წლის)
კატეგორია:მთარგმნელი, მწერალი, პედაგოგი, პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ტექნიკუმი 1961 წელს; ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი 1971 წელს.

წლების განმავლობაში მუშაობდა მშენებლობაზე, საავტომობილო და სატრაქტორო ქარხნებში, სკოლაში – მასწავლებლად, გაზეთის რედაქციაში, საჯარო ბიბლიოთეკაში, ქალაქის აღმასკომის კულტურის განყოფილებაში. 1975 წელს, ქუთაისში "განთიადის" გამოსვლასთან დაკავშირებით, დაინიშნა ჟურნალის პასუხისმგებელ მდივნად; 1988 წლიდან მთავარი რედაქტორის მოადგილეა, 1992 წელს კი ამავე ჟურნალის მთავარი რედაქტორი გახდა. წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა რუსთაველის საზოგადოების ქუთაისის განყოფილებას; მისი პირველი ლექსები გამოქვეყნდა 1961 წელს გაზეთ "ქუთაისში". გამოცემული აქვს კრებულები: "სინათლის ნაპირი" (1976), "გამოჩნდა მიწა", "რკინის ყვავილები", "მარად და მარად", "ნობი", "სიზმარ-ბალადა", "ხატ-პეპელა", "აქ, ამ სამოთხეში", "სიკვდილი სინათლეა". თარგმნილი აქვს ბაირონი, ბლოკის, მაიაკოვსკის, შინქუბას პოეზიის ნიმუშები. გამოიცა, აგრეთვე, მისი არაერთი მოთხრობა, რომანი – "ცდომილთა დღესასწაული", თარგმნა რუსი მწერლის ვლადიმირ უსპენსკის ხუთწიგნიანი რომანი "ბელადის საიდუმლო მრჩეველი", ელვირა გორიუხინას აფხაზეთის ომის თემაზე შექმნილი წიგნი "ნუ დაგვაშორებ ჩვენ ღმერთო, ნუ დაგვაშორებ". ცხოვრობს და მოღვაწეობს ქუთაისში.

წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ.332-333

ბიბლიოგრაფია

  • აიცა-ბაიცა : საბავშვო ლექსები და პოემები (ავტორი). - ქუთაისი, მოწამეთა, 2018. - 124გვ.. - ISBN: 9789941938474
  • თხზულებანი : 3 ტომად (ავტორი) // ტ. 2, ცდომილთა დღესასწაული : რომანი. - ქუთაისი, საგამომცემლო ცენტრი, 2013. - 352გვ.. - ISBN: 9789941061394
  • თხზულებანი : 3 ტომად (ავტორი) // ტ.1, პოეზია. - ქუთაისი, საგამომცემლო ცენტრი, 2013. - 384გვ.. - ISBN: 9789941061387
  • აქ, ამ სამოთხეში : ლექსები, პოემა (ავტორი). - ქუთაისი, საბჭოთა საქართველო, ქუთაისის ფილიალი, 1989. - 157გვ.
  • ცდომილთა დღესასწაული : რომანი (ავტორი). - ქუთაისი, საბჭ. საქართველო, ქუთაისის ფილიალი, 1986. - 330გვ.

გააზიარე: