The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნანა შაბათაშვილი-დავარი

ნანა შაბათაშვილი-დავარი
Date of birth:1949
Date of death:2018  (at 69 years)
Category:Poet

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სამედიცინო სასწავლებლის ფარმაცევტული ფაკულტეტი. სწავლა გააგრძელა თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელმწიფო პედაგოგიურ უნივერსიტეტში, რომლის დამთავრების შემდეგ თსუ-ს მეორადი განყოფილების იურიდიულ ფაკულტეტიც დაამთავრა სამოქალაქო სამართალმცოდნეობის სპეციალობით.

მუშაობდა თბილისის №1 აფთიაქში პროვიზორის თანაშემწედ. 1991 წელს გამოიცა მისი ლექსების პირველი კრებული "ქანაანიდან... ვიდრე მცხეთამდე". იმავე წელს საცხოვრებლად გაემგზავრა ისრაელში და თანამშრომლობდა იქ გამომავალ ქართულ ჟურნალგაზეთებთან: "დროშა", "ალია საქართველოდან", "თემის მოამბე", "ციონი" და სხვა. მოგვიანებით, ქალაქ აშდოდში, სხვა ცნობილ მოღვაწეებთან ერთად, მან ჩამოაყალიბა ისრაელის ქართულ-ებრაულ სატირისა და იუმორის, მუსიკალური კომედიის თეატრი "ქნარი". მინიჭებული აქვს ქართული კულტურის დესპანის წოდება.

წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ.334

Bibliography


Share: