Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ქეთევან ლაყაფაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი გრემი, ყვარლის რაიონი. 1902 წლიდან მონაწილეობდა თვითმპყრობლობის წინააღმდეგ გამოსვლებში; ხელმძღვანელობდა მიტინგებს, რევოლუციურ წრეებს, ეწეოდა აგიტაცია-პროპაგანდას, ავრცელებდა არალეგალურ ლიტერატურას. მის სახლში ეწყობოდა კრებები, თავს აფარებდნენ პროპაგანდისტ-აგიტატორები და რევოლუციონერები. 1908 წელს ქეთევან ლაყაფაშვილი თავის ოთხ შვილთან ერთად დაიჭირეს და განჯაში გადაასახლეს. საქართველოში დაბრუნების შემდეგ ჯავახიშვილის გვარით ცხოვრობდა, ერთი წლის შემდეგ გადაასახლეს ასტრახანის გუბერნიაში, ენოტაევის მაზრაში, სადაც სამი წელი დაჰყო. 1911 წელს არალეგალურად დაბრუნდა გრემში, ცხოვრობდა თბილისშიც. სამი შვილი გარდაეცვალა ციმბირში. რევოლუციონერი, პროპაგანდისტ-ორგანიზატორი. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.773
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |