The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გურამ ზოდელავა

გურამ ზოდელავა
დაბადების თარიღი:22 იანვარი, 1942  (83 წლის)
კატეგორია:გეოლოგი, თანამდებობის პირი, ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი ნავთობისა და გაზის საბადოების ძებნა-ძიების სპეციალობით და მიენიჭა სამთო ინჟინერ-გეოლოგის კვალიფიკაცია.

1968 წლიდან - ტრესტ "საქნავთობის" გეოლოგიურ საძიებო კანტორა, გეოლოგი; 1970 წლიდან - თბილისის ნავთობისა და გაზის ტექნიკუმის ჯერ განყოფილების უფროსი, შემდეგ დირექტორის მოადგილე; 1973 წლიდან - ტრესტ "საქშახტმშენის" მთავარი დისპეჩერი, საწარმოო კომბინატთა გაერთიანების დირექტორის მოადგილე; 1977 წლიდან - საქართველოს მშენებლების სამინისტროს მართვის ცენტრის დირექტორის მოადგილე; 1996 წლიდან - შპს "საფარა 92"-ის კომერციული დირექტორი; 1999 წლიდან - სააქციო საზოგადოება "საქნავთობის" ნავთობსერვისის სამმართველოს უფროსი; 2005 წლიდან - შპს "სტრეიტ ოილ ენდ გეს (საქართველო)" ტრანსპორტის მენეჯერი.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.137

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1987 - შრომის ვეტერანი

გააზიარე: