The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



სულხან ზუმბურიძე

სულხან ზუმბურიძე
Date of birth:23 April, 1976  (49 years)
Category:Economist, Public official

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1997 წელს; ბერლინის ტექნიკური უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1999 წელს; დიდი ბრიტანეთის მანჩესტერის უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 2002 წელს; ბერლინის ეკონომიკური ინსტიტუტის მარკეტინგისა და ფინანსების ფაკულტეტი 2004 წელს.

1994 წლიდან - შპს "საქართველოს ტელეკომის" საერთაშორისო და საქალაქთშორისო კავშირგაბმულობის კომპანია; 2002-2003წწ. - ბერლინში კომერციულ ბანკში საერთაშორისო საოპერაციო განყოფილების მენეჯერის თანაშმწე, ფინანსური მენეჯერის თანაშემწე; 2004 წლიდან - "მაგთიკომის" ფინანსური ანალიტიკოსი, მარკეტინგის განყოფილების პროექტების მენეჯერი; 2005-2006წწ. - "გაერთიანებული სადისტრიბუციო კომპანიის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, თავმჯდომარე; 2006 წლიდან - "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" გენერალური დირექტორის მოადგილე, "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე. მისი ხელმძღვანელობით სსე აღიჭურვა უახლესი ტექნიკითა და მოწყობილობებით. საიმედო ტელეკომუნიკაციების საშუალებებისა და "სკადა" სისტემის დანერგვით ეფექტური გახდა საქართველოს ენერგოსისტემის ოპერატიულ-დისპეტჩერული მართვა, ამაღლდა მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ქსელის მუშაობის საიმედობა და ყველა ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებელი. მოწესრიგდა როგორც სათაო, ასევე რეგიონული მართვის ცენტრების ადმინისტრაციული შენობები.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.138-139

Bibliography


Share: