The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ივანე კოკოჩაშვილი

Date of birth:1868
Date of death:1910  (at 42 years)
Burial location:საფიჩხიის საგვარეულო სასაფლაო, ქუთაისი
Category:Humanitarian

Biography

ივანე იყო ქუთაისში მოღვაწე აფთიაქარისა და მრეწველის, პეტრე-პავლე კოკოჩაშვილის ერთ-ერთი ვაჟი. მას დამთავრებული ჰქონდა მოსკოვის საიმპერატორო უნივერსიტეტი (მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი) ფარმაცევტის სპეციალობით (რაზედაც მოწმობს უნივერსიტეტის სახელობითი ოქროს ჟეტონი, გაცემული1889-1893 წწ.) ივანე, ნიჭიერი და განათლებული ახალგაზრდა, ქუთაისში კარგად უძღვებოდა თავის საქმეს, ოჯახის სხვა წევრებთან ერთად იგი წარმატებული პროვიზორი იყო. ახლობელთა მოგონებებით, ივანეს ძალიან ჰყვარებია სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობა, უცხო მხარეების მონახულება, იქაური ცხოვრების გაცნობა. იგი 1910 წელს გულის მწვავე შეტევით მოულოდნელად გარდაიცვალა (იმ პერიოდში ქუთაისშიც გრძელდებოდა 1905-1907 წლების რევოლუციების შემდგომი რეპრესიები ინტელიგენციისა და საქმიანი მოქალაქეების მიმართ, რამაც, სამწუხაროდ, ბევრი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეიწირა). ვიქტორ, მიხეილ და ლეონარდო კოკოჩაშვილების მამა, პეტრე-პავლე კოკოჩაშვილების შვილი. პროვიზორი, ფარმაცევტი.

წყარო: ვიქტორ კოკოჩაშვილი : მეცნიერი, პედაგოგი, პიროვნება /ჟუჟუნა ფეიქრიშვილი.-თბ., 2022.- "უნივერსალი" გვ. 21-22 (dspace.nplg.gov.ge);  ქართველი კათოლიკე ექიმები, ნაწ.1. -თბ., 2024. - გვ.49-50


Share: