The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი თავაძე

გიორგი თავაძე
დაბადების თარიღი:2 ნოემბერი, 1954  (70 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკური ფაკულტეტი ეკონომიკური კიბერნეტიკის სპეციალობით 1976 წელს.

1976-1990წწ. - ჩაის, სუბტროპიკებისა და ჩაის მრეწველობის საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი გაერთიანება, წამყვანი მეცნიერ-მუშაკი, ეკონომიკის სექტორის გამგე; 1991-1992წწ. - საქართველოს პრეზიდენტის აპარატი, აჭარა-გურიის რეგიონის კურატორი; 1991-1996წწ. - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს ენერგეტიკის, მრეწველობის, მშენებლობის, ტრანსპორტისა დ კავშირგაბმულობის მუდმივი კომისიის თავმჯდომარე; 1997 წლიდან - სახელმწიფო კომპანია "საქენერგოს" ფილიალის ელექტოენერგიის გადაცემისა და რეალიზაციის აჭარის დირექციის დირექტორი; 1999 წელს - ელექტროენერგიის გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის აჭარის გაერთიანებული დირექციის გენერალური დირექტორი; 2000-2004წწ. - "აჭარის ენერგოკომპანიის" გენერალური დირექტორი; 2002-2004წწ. - საქართველოს საბითუმი ბაზრის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე; 2004 წლიდან - საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე; 2007 წლიდან - სს "საქრუსენერგოს" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. სკ "საქენერგოს" ფილიალში, შემდგომ აჭარის ენერგოკომპანიის ხელმძღვანელად მუშაობის პერიოდში მის მიერ პირველად საქართველოში განხორციელდა აბონენტთა აღრიცხვის კომპიუტერული სისტემის დანერგვა, ინკასატორთა ინსტიტუტის გაუქმება, მოხმარებული ელ. ენერგიის თანხების გადახდის საბანკო სისტემის შემოღება, ელექტროენერგიის აღრიცხვის მოწესრიგება და სხვა პროგრესული მეთოდები. არის ორი მონოგრაფიის თანაავტორი, გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები. 

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.139-140; საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია: gnerc.org/ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, აკადემიკოსი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2002 - საქართველოს დამსახურებული ენერგეტიკოსი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: