შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსი შოშიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. ჩაირიცხა სასულიერო სემინარიაში 1995 წელს. 14 წლის ასაკიდან შეუდგა საეკლესიო ცხოვრებას; მარტყოფის ღვთაების მონასტერში არქიმანდრიტ იობის (მროველი მიტროპოლიტი) სულიერი წინამძღვრობით იყო მორჩილად, შემდეგ მოღვაწეობდა მანგლისის მამათა მონასტერსა და ბათუმის საეპისკოპოსო რეზიდენციაში, სადაც ალექსი შოშიაშვილი ერთდროულად ასრულებდა მედავითნისა და ეკონომოსის მორჩილებას, ცხოვრობდა ჯუმათის მამათა მონასტერშიც, სადაც ასევე იყო სტიქაროსანი და მედავითნე. 1998 წელს მან დააარსა საეკლესიო გამომცემლობა "აკრიანი" ("ალილო"), როგორც გამომცემლობა, ასევე მაღაზიათა ქსელი არის საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური სტრუქტურა. იგი დაკავებული იყო საეკლესიო ინვენტარის წარმოებითაც. მონაწილეობა მიიღო დანგრევის პირას მყოფი წმინდა ასურელი მამის, ანტონ მარტყოფელის სვეტის აღდგენაში (მიმდებარე სოფლების ახლაგაზრდების ფიზიკური შრომით და ალექსი შოშიაშვილის დიდი ფინანსური შეწირულობით სვეტი აღდგა და დღეს ის კვალვ მონაზონთა სამოღვაწეო კერაა). მის მიერ გაღებული ფინანსური რესურსით შემოიღობა და გამშვენდა მარტყოფის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის ეზო, აშენდა სატრაპეზო. 2009-2011 წწ. აფინანსებდა საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემებს: "ჩვენი ბიბლიოთეკა", "საღვთისმეტყველო საუბრები", "საეკლესიო ხელოვნება"; 2008-2010 წწ. მატერიალურად უზრუნველჰყოფდა საპატრიარქოს ოფიციალურ გამოცემას - "საპატრიარქოს უწყებანი". აღსანიშნავია გამომცემლობა "ალილოს" ღვაწლი საეკლესიო ლიტერატურის გამოცემაში; ითარგმნა და გამოიცა 500-ზე მეტი წიგნი, წმინდა იოანე ოქროპირის 24-ტომეული, "სვინაქსარი", ლოცვანი, საეკლესიო საბავშვო ლიტერატურა. შესწორებული სახით გამოიცა საღვთიმსახურო წიგნების ნაწილი: "სადღესასწაულო", "ჟამნი", "სამოციქულო", "ტრაპეზის სახარება". გამომცემლობა "ალილომ" პროფესორ ედიშერ ჭელიძის რედაქციით გამოსცა "ბიბლია", რომელშიც პირველად ძველ ქართულ ენაზე შევიდა წმინდა წერილის ძველი და ახალი აღთქმის ყველა წიგნის მეცნიერულად დაზუსტებული ტექსტი. ქართველი გამომცემელი, ქველმოქმედი და მეცენატი. ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |