The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლოიდ ქარჩავა

ლოიდ ქარჩავა
დაბადების თარიღი:11 ივლისი, 1965  (59 წლის)
კატეგორია:ეკონომისტი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ნაკიანი, ჩხოროწყუს რაიონი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი სტატისტიკის სპეციალობით 1990 წელს; გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის დოქტორანტურა 2011 წელს.  

1990-1992 წწ. რუსთავის ს/გ აზოტის საგეგმო-ეკონომიკური განყოფილების ეკონომისტი; 1993-1995 წწ. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის ეკონომიკური რეფორმების შტაბის სახელმწიფო მრჩეველი, ეკონომიკურ საკითხთა სამთავრობო კომისიის (ეკონომიკური საბჭოს) პასუხისმგებელი მდივანი - წამყვანი სახელმწიფო მრჩეველი (სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი); 1996-1999 წწ. საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო კანცელარიის რეგიონული ეკონომიკური განყოფილების სახელმწიფო მრჩეველი, საფინანსო-საბიუჯეტო და საკრედიტო პოლიტიკის განყოფილების სახელმწიფო მრჩეველი; 1997-2001 წწ. იაპონური ფირმა Marubeni Corporation-ის წარმომადგენელი საქართველოში; 1999-2007 წწ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი; 2002 წლიდან გამომცემლობა შპს "ლოი"-ს დამფუძნებელი და დირექტორი; 2003 წ. ჟურნალ "ნიანგის" გამომცემელი და პასუხისმგებელი მდივანი; 2003 წლიდან ჯერ კავშირი, მერე ა(ა)იპ "ქარჩას" პრეზიდენტი; 2006 წლიდან საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალის "ახალი ეკონომისტი" (2020 წლიდან The New Economist) დამფუძნებელი, მთავარი რედაქტორი და სარედაქციო კოლეგიის თავმჯდომარე; 2008-2014 წწ ს.ს. "ხალიკ ბანკი საქართველოს" სამეთვალყურეო საბჭოს მდივანი, კანცელარიის სამმართველოს უფროსი; 2011 წლიდან კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; 2014-2015 წწ. საქართველოს მთავრობის კანცელარიის, ეკონომიკური საბჭოს აპარატის ეკონომიკური განვითარების სამსახურის მრჩეველი (I კატეგორია); 2015-2016 წწ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის შტატგარეშე თანამშრომელი (მეწარმეობის საკითხებში); 2016-2021 წწ. საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი; 2018-2020 წწ. სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი; არის 70-ზე მეტი სამეცნიერო შრომისა და პუბლიცისტური სტატიის ავტორი, მათ შორის: "როგორ გავხდეთ ბიზნესმენი" (1993), "გამოჩენილ ბიზნესმენთა სამეწარმეო ცხოვრებიდან" (2006, 2010), "ბიზნესკომუნიკაციები" (2012), "ბიზნესგარემოს გაუმჯობესების პერსპექტივები საქართველოში" (2013); ასევე, არის რამდენიმე წიგნის რედაქტორი, რედკოლეგიის წევრი და რეცენზენტი. გავლილი აქვს არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი კურსები, მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ საერთაშორისო და ადგილობრივ სამეცნიერო კონფერენციებში.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "ბიზნეს კომუნიკაციების განვითარების პრობლემები და მათი გადაჭრის გზები საქართველოში", დაიცვა 2011 წელს.

წყარო: ა(ა)იპ "საქართველოს მეცნიერთა საბჭოს" ვებგვერდი: cos.org.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ბიზნესის მეცნიერებათა აკადემია, ნამდვილი წევრი, გამგეობის წევრი (2012-)
  • საქართველოს მეცნიერთა საბჭო, თავმჯდომარე (2016-)
  • საქართველოს ფაზისის მეცნიერებათა აკადემია, ნამდვილი წევრი (2013-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: