Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვალერი მარგიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი მულახი, მესტიის რაიონი. დაამთავრა ი. ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის, ფერწერის ფაკულტეტი 1974 წელს. 70-ანელთა ერთ-ერთი საინტერესო მხატვარი, მისი შემოქმედება ძირითადად საქართველოს მთიანეთი იყო. იგი ხატავდა სვანეთის გოროზ მთებს, მზით განათებულ თოვლიან მყინვარებს, მთვარიან ღამეში თეთრად მოელვარე მწვერვალებს. მისი ნამუშევრები განეკუთვნება საუკეთესო ხელოვნების ნიმუშებს. აქტიურად იყო ჩაბმული საქართველოსა და საზღვარგარეთის საგამოფენო ცხოვრებაში. 1987 წელს ერთ-ერთმა მისმა ნამუშევარმა იაპონიის საერთაშორისო გამოფენაზე ქ. ტოკიოში ოქროს მედალი დაიმსახურა. მისი ნამუშევრები დაცულია მოსკოვში ტრეტიაკოვის გალერეაში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების კერძო კოლექციებსა და გალერეებში. 1990 წელს ქ. ქუთაისში ჩატარებულ ფერმწერთა საერთაშორისო პლენუმზე დიდი მოწონება დაიმსახურა, სადაც სრულად გამოჩნდა მისი ფერწერის სრულყოფილი სახე. სპეციალისტთა შეფასებით მის შემოქმედებაში არ იგრძნობა ერთფეროვნება, სუფევს ჭეშმარიტი ხელოვნება და აღფრთოვანებაში მოჰყავს მნახველი. წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.240 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |