The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გოჩა ჩიტიძე

გოჩა ჩიტიძე
სხვა სახელი:მამა გოჩა  (სასულიერო სახელი)
დაბადების თარიღი:1959  (66 წლის)
კატეგორია:პედაგოგი, პოეტი, სასულიერო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი მწუხარელა (ახალი თერჯოლა), თერჯოლის რაიონი.

დაამთავრა ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1983 წელს.

სხვადასხვა დროს მუშაობდა საშუალო სკოლის მასწავლებლად, მწერალთა კავშირის ქუთაისის განყოფილების რეფერენტად, გამომცემლობის რედაქტორად, ტელევიზიის კორესპონდენტად. 2009 წელს მღვდლად იქნა ხელდასხმული. არის კოპიტნარის ილია წინასწარმეტყველის სახელობის ტაძრის მოძღვარი. მისი ლექსები წლების მანძილზე იბეჭდებოდა პერიოდულ პრესაში. გამოცემული აქვს პოეტური კრებულები: "მზით გალანდული ყურძნის მტევანი", "ციცინათელა ზამთრის ღამეში", "მოხუცი ლანდი". 2018 წელს გამოვიდა მისი ლექსების ერთტომეული "ღამე თენებით".

წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ.356-357

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: