შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკოლოზ თევზაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის გეოლოგიის ფაკულტეტი სპეციალობით, ნავთობისა და გაზის ჭაბურღილების ბურღვა, 1986 წელს. 1986 წლიდან - საწარმოო გაერთიანება "საქნავთობის" სისტემა, აღმოსავლეთ საქართველოს საძიებო ბურღვის სამმართველო, მბურღავის თანაშემწე, შემდეგ ბურღვის ოსტატის თანაშემწე; 1987-1988წწ. - საწარმოო-ტექნოლოგიური განყოფილების ინჟინერ-ტექნოლოგი, რაიონული საინჟინრო-ტექნოლოგიური სამსახურის ტექნოლოგი; 1989 წლიდან - სამმართველოს მთავარი ტექნოლოგი; 1993 წლიდან - ქართულ-ბრიტანული ნავთობის კომპანია (GBOC), გენერალური დირექტორი; 2000 წლიდან - ნინოწმინდის ერთობლივი საწარმო, ქართულ-ბრიტანული ნავთობის კომპანია, გენერალური დირექტორი. მისი ხელმძღვანელობითა და მონაწილეობით ნინოწმინდის ნავთობისა და გაზის საბადოზე დაინერგა ბურღვის ახალი მეთოდი - ჭაბურღილების ჰორიზონტალური ბურღვის ტექნოლოგია, რამაც წარმატებული შედეგი მოიტანა ჰორიზონტალური ჭაბურღილების დებიტების შესამჩნევად გაზრდის თვალსაზრისით. 2005 წლიდან საქართველოში დაფუძნებული საოპერაციო კომპანია შპს "კანარგო-ჯორჯია", გენერალური დირექტორი, საზღვარგარეთის ნავთობის კომპანია, ნავთობის ოპერაციების ხელმძღვანელი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.143-144
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |