Search
The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. Follow on Facebook
|
ზვიად ოქროპირიძე
Date of birth: | 27 June, 1974 (50 years) |
Category: | Lawyer |
Biography
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი სპეციალობით სამართალმცოდნე (მაგისტრთან გათანაბრებული) 1996 წელს; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის ასპირანტურა "სისხლის სამართლის და კრიმინოლოგიის, შრომა-გასწორების სამართლის" სპეციალობით (დოქტურანტურასთან გათანაბრებული) 2000 წელს. 1996-1998წწ. - საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის და რეფორმების კომიტეტის აპარატის წამყვანი სპეციალისტი (იურისტი); 1998-2004წწ. - USAID-ის მიწის ბაზრის განვითარების პროექტი საქართველოში, იურიდიული მრჩეველი; 2005-2006წწ. - არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო", იურიდიული მრჩეველი; 2006-2016წწ. - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (განყოფილების უფროსის მოადგილიდან - იურიდიული დეპარტამენტის უფროსამდე); 2016-2019წწ. - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი; 2019 წლიდან საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის მრჩეველი, შემდეგ ადმინისტრაციული დირექტორატის უფროსის მოადგილე (იურიდიული სამმართველოს კურატორი). არის ავტორი "ადგილობრივი თვითმმართველობის, საარჩევნო კოდექსის (ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს არჩევნების ნაწილის) და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ" კანონების მოკლე მიმოხილვის (გამოიცა "საერთაშორისო განვითარება - საქართველოს" მხარდაჭერით, 2006); "სახელმწიფო პენსიის, სახელმწიფო კომპენსაციის და აკადემიური სტიპენდიის შესახებ" საქართველოს კანონის მოკლე მიმოხილვის (გამოიცა "საერთაშორისო განვითარება - საქართველოს" მხარდაჭერით, 2006).
Bibliography
- აზრის ძალა, ქვეცნობიერი და სამყაროს შემოქმედი : პრაქტიკული რჩევები ჩემს შვილებს: რა უნდა ვიცოდეთ აზრის ძალისა და ქვეცნობიერის შესახებრას ნიშნავს "თვითცნობიერება" ანუ "ინტროსპექცია" და რა არის მისი მეთოდი. რა არის "რწმენის ძალა", როგორ მუშაობს მისი მექანიზმი და რეალურად რა შეუძლია მას. რა არის პოზიტიური და ნეგატიური აზროვნება და როგორ ხდება აზროვნების პროგრამირება. რას ნიშნავს სიტყვები: "ადამიანი არის სულიწმინდის ტაძარი" და სიტყვები "უფლის სასუფეველი ჩვენშია". როგორ გამოვიყენოთ მიღებული ცოდნა რეალურ ცხოვრებაში და გავხდეთ ისეთები, როგორიც ჩვენ გვინდა (Author). - თბილისი, 2024. - 190გვ.. - ISBN: 9789941988455
- ჩვენი თავის გასაღები : პრაქტიკული რჩევები ჩემს შვილებს: როგორ გავაცნობიეროთ საკუთარი თავი, როგორ ვიცხოვროთ ქრისტიანული რწმენით, რა უნდა ვიცოდეთ რწმენისა და რელიგიების შესახებ, რა უნდა ვიცოდეთ მედიტაციური პრაქტიკების შესახებ, რას ნიშნავს სამშობლო და ეროვნული ღირებულებები, როგორ გავძლიერდეთ და განვავითაროთ ჩვენი უნარები, როგორ დავიცვათ საკუთარი თავი და პირადი უსაფრთხოება, როგორ დავგეგმოთ ჩვენი ცხოვრება და ვიყოთ წარმატებულები (Author). - თბილისი, 2022. - 200გვ.. - ISBN: 9789941981081
- მიწის გადასახადის ცნობარი (Co-Author). - თბილისი, 2003. - 96გვ.
- მიწის კანონმდებლობის ტერმინოლოგია : ცნობარი (Co-Author). - თბილისი, 2002. - 64გვ.
|