Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალექსანდრე მერლანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ლენჯერი, მესტიის რაიონი. დაამთავრა საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის ექვსთვიანი კურსები; საქართველოს კპ ცენტრალურ კომიტეტთან არსებულ პარტიული სკოლა 1951 წელს. მუშაობა დაიწყო მესტიის რაიკომში ინსტრუქტორად. მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე შევიდა კავკასიის დაცვის სპეციალურ რაზმში და ხელს უწყობდა ჩვენი ჯარების აქტიურ მოქმედებებს. 1944 წელს სამუშაოდ გადაიყვანეს საქართველოს კპ ცენტრალურ კომიტეტში ინსტრუქტორად, 1946-1949წწ. იგი აირჩიეს მესტიის რაიკომის მეორე მდივნად; პარტიული სკოლის დამთავრების შემდეგ ისევ დაბრუნდა მესტიაში და დაიკავა მეორე მდივნის თანამდებობა, სადაც 10 წელი იმუშავა და თავის საქმიანობით სვანეთის მოსახლეობაში დიდი ავტორიტეტი და პატივისცემა დაიმსახურა. 1960-1973წწ. ხელმძღვანელობდა მესტიის რაიონის კულტურისა და ძეგლთა დაცვის განყოფილებას და მისი ამ თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში მნიშვნელოვნად ამაღლდა რაიონში კულტსაგანმანათლებლო მუშაობა, კულტურის ძეგლების დაცვის, რესტავრაციისა და მოვლა-პატრონობის საქმე. პარტიულ და სახელმწიფო ორგანოებში ხანგრძლივი და ნაყოფიერი მუშაობისათვის სხვადასხვა დროს დაჯილდოებული იყო მთავრობის ორდენებითა და მედლებით. წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.243
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |