Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მანანა თოფურია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი მათემატიკოსის კვალიფიკაციით 1965 წელს. 1965-2008წწ. მუშაობდა საქართველოს ენერგეტიკისა და ენერგეტიკულ ნაგებობათა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ენერგეტიკის ეკონომიკისა და მენეჯმენტის განყოფილებაში წამყვან მეცნიერ-თანამშრომლად. იყო ინსტიტუტის სწავლული მდივანი. 1982 წელს მოიპოვა ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. 2002 წლიდან მუშაობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის ენერგეტიკული დარგების მენეჯმენტის სასწავლო-სამეცნიერო მიმართულების უფროსი მასწავლებლის თანამდებობაზე. მონაწილეობდა სამეცნიერო კონფერენციებში. აქვს 50-მდე ნაშრომი, მათ შორის 3 სასწავლო სახელმძღვანელო. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.147-148 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |