The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ბადრი ცირამუა

ბადრი ცირამუა
Date of birth:1950  (75 years)
Category:Writer, Poet, Journalist

Biography

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.

მუშაობდა "ახკომის" რედაქციაში ჯერ სპეც. კორესპოდენტად, შემდეგ განყოფილების გამგედ; 1981 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს ტელევიზიაში. წლების განმავლობაში იყო ინფორმაციის მთავარი რედაქციის განყოფილების გამგე, მთავარი რედაქტორის პირველი მოადგილე, მთავარი რედაქტორი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური მიმართულების გადაცემების აღმასრულებელი პროდიუსერი, ტელევიზიის კონსულტანტი, გაზეთ 2X2-ის რედაქტორის პირველი მოადგილე.
ბადრი ცირამუას პირველი ლექსები დაიბეჭდა ჟურნალებში: "პირველი სხივი" და "საუნჯე". შემდეგ წლების განმავლობაში იბეჭდებოდა სხვადასხვა ლიტერატურულ ჟურნალ-გაზეთებში. გამოცემული აქვს ლექსების 4 კრებული. პროზაიკოსი.

წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ.367-368

Bibliography


Share: