შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კანდი მერლანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ლენჯერი, მესტიის რაიონი. დაამთავრა თბილისის კულტსაგანმანათლებელო სასწავლებელი 1967 წელს; საქართველოს ქორეოგრაფიის სახალხო უნივერსიტეტის ქართული ხალხური ცეკვების ფაკულტეტი 1989 წელს. მე-3 კურსიდან იგი გაწვეულ იქნა სამხედო სამსახურში, სადაც მისი ხელმძღვანელობით, შეიქმნა ჯერ ქ. ორიოლში, შემდეგ ქ. მოსკოვში ქართული ცეკვის ჯგუფი, რომელიც კონცერტებს მართავდა როგორც სამხედრო ნაწილებში, ისე სამოქალაქო მოსახლეობაში ძირითადად ქართული პროგრამით. 1966 წელს ანსამბლი მიიწვიეს კულტ-საგანმანათლებლო სასწავლებლების დათვალიერებაზე ჩეხოსლოვაკიაში, საიდანაც ლაურეატობის წოდებით დაბრუნდნენ. ამავე წელს მონაწილეობა მიიღეს ქართული კულტურის დღეებში მოსკოვში, სადაც ლაურეატობა დაიმსახურეს. 1967 წლის 30 ივნისს სახელმწიფო საკვალიფიკაციო კომისიამ მას მიანიჭა თვითმოქმედი ქორეოგრაფიული კოლექტივის ხელმძღვანელის კვალიფიკაცია. 1967 წლიდან იგი არის, ჯერ ანსამბლი "ლილეს", შემდეგ "რიჰოს" უცვლელი ქორეოგრაფი. 1957 წლიდან მონაწილეობდა რესპუბლიკაში ჩატარებული ყველა ფესტივალსა და ოლიმპიადაში. მიღებული აქვს დიპლომი ქართული ხალხური ცეკვების ინდივიდუალურ შემსრულებელთა III რესპუბლიკურ კონკურსზე. გადაღებულია კინოფილმ "ცისკრის ზარებში", როგორც მოცეკვავე და ცეკვის დამდგმელი. 1971-1975წწ. მიღო ოქროს მედლები და პირველი ხარისხის დიპლომები, როგორც ბავშვთა კოლექტივის ხელმძღვანელმა. მან მრავალჯერ წარადგინა საზღვარგარეთ სვანური ფოლკლორის ნიმუშები: - 1997 წელს ბავშვთა ანსამბლი "თეთნულდი" გერმანიაში, 1999 წელს ანსამბლი "რიჰო" საფრანგეთში და ბელგიაში, 1999 წელს განახლებული ანსამბლი "თეთნულდი" - საფრანგეთში. მონაწილეობა აქვს მიღებული, როგორც მოცეკვავეს და ქორეოგრაფს საპატიო სტუმრების მისაღებ კონცერტებზე და ბანკეტებზე. პრეზიდენტებისა და სენატორების შეხვედრაზე, აგრეთვე ტელეგადაცემებში, რომლებიც გადაღებულია სვანური ფოლკლორის თემებზე. წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.245 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |