| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნინა თურქია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი, ინჟინერ-ელექტრიკოსის კვალიფიკაციით 1963 წელს. მუშაობა დაიწყო ამავე ინსტიტუტის გამოთვლითი ტექნიკის საპრობლემო ლაბორატორიაში უმცროს მეცნიერ- თანამშრომლად, შემდეგ უფროს მეცნიერ-თანამშრომლად. მისი ინტერესების სფეროს წარმოადგენდა ენერგეტიკის მათემატიკური ამოცანები. 1976 წლიდან მუშაობდა ამავე ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტის ელექტრული სადგურების, ქსელებისა და სისტემების კათედრაზე ჯერ უფროს მასწავლებლად, 1979 წლიდან - დოცენტად. მიყავდა კურსები: "ენერგეტიკის მათემატიკური ამოცანები" და "ელექტრული ქსელები და სისტემები". 2005 წლიდან - ასოცირებული პროფესორი; 2012 წლიდან - სრული პროფესორი. კითხულობდა ლექციებს მაგისტრატურასა და ბაკალავრიატში. მისი მეცნიერული მოღვაწეობის სფეროს წარმოადგენს დამყარებული რეჟიმების კომპიუტერული მოდელირება, პრობლემურად ორიენტირებული კლასების შექმნა. მისი ხელმძღვანელობით შესრულდა ორი სადოქტორო ნაშრომი თემაზე - ელექტრული რეჟიმების განივი და გრძივი ასიმეტრიების კვლევები და 8 სამაგისტრო სამუშაო. გამოქვეყნებული აქვს 34 სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის, სახელმძღვანელო "ელექტრული ქსელების მუშაობის განსაკუთრებული რეჟიმები" და ორი დამხმარე სახელმძღვანელო. მონაწილეობა აქვს მიღებული ავტომატური მართვისა და ენერგოსისტემების კომპიუტერიზაციის საკითხებისადმი მიძღვნილ ხუთ საერთაშორისო კონფერენციაში. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ელექტრული ქსელის ავარიული პარამეტრების გაანგარიშება რთული დაზიანების დროს", დაიცვა 1969 წელს. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.149 Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

