The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თამაზ თხელიძე

თამაზ თხელიძე
Date of birth:1938  (87 years)
Category:Public official, Engineer, Educator

Biography

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი, სპეციალობით, ელექტრული სადგურები და ქსელები.

მუშაობა დაიწყო "კავკაზელექტროქსელმშენის" მე-8 მექ. კოლონაში ოსტატად; 1964-1968წწ. - "საქმთავარენერგოს" ცენტრალური ლაბორატორიის უფროსი ინჟინერი; 1971-1985წწ. - "საქმთავარენერგოს" სარელეო დაცვისა და ავტომატიკის ცენტრალური სამსახურის ჯგუფის ხელმძღვანელი; 1985 წლიდან - "საქმთავარენერგოს" ქვემო ქართლის ქსელების მთავარი ინჟინერი. სხვადასხვა პერიოდში იყო "საქენერგოს" სარელეო დაცვისა და ავტომატიკის ცენტრალური სამსახურის უფროსი, ქვემო ქართლის ქსელების დირექტორი, საინსპექციო სამმართველოს უფროსი, ელექტროენერგიის რეალიზაციისა და ენერგოზედამხედველობის ტექნიკური დირექტორი, სს "ელექტროგადაცემის" ტექნიკური დირექტორი, გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, თბილისის ელექტროქსელის დირექტორის მთავარი კონსულტანტი. 1972-1990წწ. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე. თანაავტორია სახელმძღვანელო წიგნების: "ძალოვანი ტრანსფორმატორების და ავტოტრასფორმატორების ექსპლუატაცია", "სარელეო დაცვა და სასისტემო ავტომატიკა". 1995-2012წწ. მუშაობდა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ენერგეტიკული დეპარტამენტის ტექნიკური მონიტორინგის სამმართველოს უფროსად; 2012 წლიდან სს "საქრუსენერგოს" საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსი. მიღებული აქვს მთავრობის ჯილდოები და მადლობები.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.149-150

Awards and Honors

  • საქართველოს დამსახურებული ენერგეტიკოსი

Share: