Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი თხინვალელი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი მჭადიჯვარი, დუშეთის მაზრა. დაამთავრა თბილისის პირველი ტექნიკუმი 1923 წელს; ლენინგრადის ტექნოლოგიური ინსტიტუტი 1930 წელს და მიიღო ჰიდრავლიკური ძრავების სპეციალისტის კვალიფიკაცია. მუშაობდა ლენინგრადის მეტალურგიული ქარხნის წყლის ტურბინების ბიუროში კონსტრუქტორად. იქვე გააგრძელა მუშაობა ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ; 1933-1935წწ. ხელმძღვანელობდა სადიპლომო დაპროექტებას და კითხულობდა ლექციების კურსს ლენინგრადის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში; 1935 წელს - ხრამჰესმშენის სამმართველოს ინჟინერი, ელექტრომექანიკური განყოფილების უფროსი ინჟინერი; 1936 წლიდან - ზაჰესის მე-6 აგრეგატის მონტაჟის უფროსი; 1938 წლიდან - საქმთავარენერგოს ტექნიკური განყოფილების უფროსი ინჟინერი; 1945-1948წწ. იყო თბილისის 26 კომისართა სახელობის ქარხნის ჰიდროტურბინების საკონსტრუქტორო ბიუროს უფროსი, სადაც მისი ხელმძღვანელობით, პირველად საქართველოში, განხორციელდა მის მიერ შემოთავაზებული მცირე სიმძლავრის რეაქტიული კლასის ტურბინების წარმოება და ექსპლუატაციაში შეყვანა (მცირე სერია); 1947-1967წწ. - საქართველოს ნაგებობათა და ჰიდროენერგეტიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ლაბორატორიის გამგე; 1951 წელს ლენინგრადში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია; 1967-1988წწ. - მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის "ჰიდრავლიკისა და ჰიდრომანქანების" კათედრაზე, 1967-1982წწ. - დოცენტი, 1982-1988წწ. - პროფესორი; 1949-1954წწ. იყო ჰესების საექსპლუატაციოდ ჩაბარების სამთავრობო კომისიების ჰიდრომექანიკური სექციის თავმჯდომარე. მისი სამეცნიერო და საინჟინრო მოღვაწეობის სფეროებია: ჰიდროტურბინების მუშაობის ეფექტურობის ამაღლება, ჰიდროენერგეტიკული მოწყობილობების შერჩევა, ჰიდროაგრეგატების ტექნიკური მდგომარეობის კვლევა, ჰიდროტურბინების მოწყობილობების მონტაჟი, მცირე სიმძლავრის ჰიდროტურბინების დაგეგმარება, ჰიდროტურბინების მოდელური გამოკვლევა, ნატურული გამოკვლევები, ცვეთის პრობლემების შესწავლა. 60-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მათ შორის, 2 სახელმძღვანელო და 2 დამხმარე სახელმძღვანელო. მისი ხელმძღვანელობით შესრულდა მრავალი სამეცნიერო გამოკვლევა. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.150-151 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |