The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მურმან ძველაია

მურმან ძველაია
დაბადების თარიღი:1935
გარდაცვ. თარიღი:2012  (77 წლის ასაკში)
კატეგორია:პედაგოგი, პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: აბაშის რაიონი.

დაამთავრა გორის პედაგოგიური ინსტიტუტი.

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ საცხოვრებლად გალის რაიონში გადავიდა და მუშაობა დაიწყო მასწავლებლად პირველი გალის საშუალო სკოლაში. ამასთანავე წერდა ლექსებს. ჯერ კიდევ აფხაზეთის ომამდე გამოსცა პოეტური კრებულები: "მონატრება", "მწიფე ველები", "ზღვა და გული", "სიმღერის სიმწვანე". აფხაზეთის ომის შემდეგ მურმან ძველაიამ მშობლიური კერა არ მიატოვა, მეუღლესთან ერთად იქ დარჩა და პირველი გალის ქართულ სკოლაში მუშაობა გააგრძელა.

წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ.371-372

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: