The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მაია მერლანი

მაია მერლანი
Date of birth:1963  (62 years)
Category:Scientist, Educator, Chemist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. მესტია.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქიმიური ტექნოლოგიის ფაკულტეტი 1985 წელს; სწავლა განაგრძო მოსკოვის დ. მენდელევის სახელობის ქიმიური ტექნოლოგიის ინსტიტუტის ორგანული ქიმიის კათედრაზე. 1990 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია.

1989-2002წწ. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ი. ქუთათელაძის სახელობის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტში მეცნიერ თანამშრომლად, 2003 წლიდან ამავე ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელია. არჩეულია ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ. 1995 წლიდან ეწევა პედაგოგიურ მუშაობას საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში. 2011 წლიდან არის საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. მიჰყავს სამაგისტრო კურსი ორგანულ ქიმიაში. 1997 წელს ნაყოფიერი სამეცნიერო მოღვაწეობისათვის მიენიჭა საქართველოს პრეზიდენტის სტიპენდიანტის წოდება ახალგაზრდა მეცნიერთა შორის, 2002 წელს გახდა ნატო-ს "სამეცნიერო პროგრამა მშვიდობისათვის" სტიპენდიანტი. 2003-2006წწ. მოიპოვა ნატოს გრანტი თემაზე: "ახალი ბიოლოგიურად აქტიური ნაერთების სინთეზი სტეროიდული საპოგენინის-ტიგოგენინის საფუძველზე". საქართველოს შ. რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის და აშშ/საქართველოს ერთობლივი სამეცნიერო განვითარების ფონდის გრანტების თანამონაწილეა (2007-2013). 2013 წელს მოიპოვა მაცუმაეს საერთაშორისო ფონდის (იაპონია) სტიპენდია სამეცნიერო პროექტისთვის: "ლაშქარას ბიოლოგიურად აქტიური ბიოპოლიმერის ანალოგის სინთეზი" და მიწვეულია ჰოკაიდოს უნივერსიტეტში აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად. 2002-2010წწ. პერიოდულად მუშაობდა მოწვეული მეცნიერის სტატუსით საბერძნეთის ეროვნულ სამეცნიერო ცენტრ "დემოკრიტოს"-ში, 2010 წელს მიწვეული იყო ინდოეთის ქ. ბელგაუმის უნივერსიტეტში ლექციების წასაკითხად. ქიმიის აკადემიური დოქტორი, პროფესორი, უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, 80 სამეცნირო ნაშრომის ავტორი, 42 საერთაშორისო კონფერენციის და სიმპოზიუმის მონაწილე.

წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.248

Member of Organizations

  • საერთაშორისო კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი, წევრი

Share: