The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გია ითონიშვილი

გია ითონიშვილი
Date of birth:5 December, 1954  (70 years)
Category:Public official, Engineer, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი 1977 წელს ხმელეთის ჰიდროლოგიის სპეციალობით და მიენიჭა ინჟინრის წოდება. 1979-1983წწ. სწავლობდა საქართველოს ენერგეტიკის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურაში, ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა მშენებლობის სპეციალობით და მიენიჭა ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატის წოდება.

1977-1980წწ. - საქსახწყალპროექტი, ინჟინერი; 1989-1996წწ. - ენერგეტიკის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი, ინჟინერი, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, მეცნიერ-თანამშრომელი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1996-1997წწ. - საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრო, სამეცნიერო-ტექნიკური სამმართველოს უფროსი; 1997-1999წწ. - სს საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაცია, ფინანსთა, ეკონომიკისა და იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი; 1999-2004წწ. - საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს უფროსი; 2005-2007წწ. - შპს "კანარგო-ჯორჯია", მენეჯერი; 2007-2013წწ. - "ტეტისის" ცენტრალური და სამხრეთ აზიის კომერციული მენეჯერი; 2013 წლიდან - "საუს კავკასუს პერტოლეუმ კორპორეიშენი"-ს საქართველოს ფილიალის გენერალური დირექტორი. 1999-2004წწ. გავლილი აქვს კვალიფიკაციის ამაღლების კურსები TCIC პროგრამების ფარგლებში აშშ-შში და თბილისში. 2002-2003წწ. იყო საქართველოს მთავრობის ბრძანებით შექმნილი გარემოს დაცვითი სახელმწიფო კომისიის წევრი, რომელიც მუშაობდა საქართველოში საავტომობილო საწვავის ხარისხის გაუმჯობესებასთან დაკავშირებულ საკითხებზე და იყო ნავთობისა და გაზის ოპერაციების ტრანსპორტირებისა და გადამუშვების საკითხებზე მომუშავე ყველა სამთავრობო კომისიის წევრი. არის 14 გამოქვეყნებული სამეცნიერო სტატიის ავტორი.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.151-152

Member of Organizations

  • საერთაშორისო ორგანიზაცია "Society of Petroleum Engineer", წევრი

Share: