Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
იური ითონიშვილი![]()
Biographyდაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტი 1948 წელს. შრომითი საქმიანობა დაიწყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კაპიტალური მშენებლობის განყოფილებაში ინჟინერის თანამდებობაზე. 1952 წელს იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენერგეტიკის ინსტიტუტის ასპირანტი, 1953 წელს - ტექნიკურ მენიერებათა კანდიდატი. 1953-1967წწ. - ენერგეტიკის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, სწავლული მდივანი, დირექტორის მოადგილე სამეცნიერო ნაწილში; 1968-1999წწ. - საქართველოს ენერგეტიკისა და ენერგეტიკულ ნაგებობათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე. 10 სამეცნიერო ნაშრომის და მონოგრაფიის ავტორი, რომლებშიც დამუშავებულია ქსელური ნაკადების დერივაციული მოვლენების საწინააღმდეგ ღონისძიებები. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.152-153
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |